თეგებით ძიება
19. 01. 2022 COVID - 19

"ორკაციან მაგიდაზე სადილობა საუბრის თანხლებით არის „ომიკრონისთვის“ 100%-იანი გადამდები კონტაქტი" - დავით გადელია

ბოჭორიშვილის კლინიკის დირექტორი, დავით გადელია სოციალურ ქსელში „ომიკრონის“ გადადების რისკებზე საუბრობს.


„ძალიან იცავს!

ეპიდემიოლოგიაში ყოველ წვრილმანს და დეტალს აქვს მნიშვნელობა: ორკაციან მაგიდაზე სადილობა ხინკლით (ანუ, საერთო ლანგარიდან გადასაღები საკვები), ლუდის წრუპვით და საუბრის თანხლებით არის ომიკრონისთვის 100%-იანი გადამდები კონტაქტი, ყოველგვარი გამონაკლისის გარეშე! დაავადებული წინა დღის გატესტილი იყო (უარყოფითი), ხოლო ერთობლივი სადილიდან მეორე დღეს უკვე სიმპტომები გაუჩნდა და ახალმა ტესტმაც დადებითი აჩვენა - ანუ, კონტაქტის დროს, ვირუსის გავრცელების მხრივ, მაქსიმალურად სახიფათო.

ჩემმა ბუსტერმა ასეთ სიტუაციაშიც გაქაჩა, თუმცა გადარჩენის შანსი, ასეთი კონტაქტისას, აცრის იმედად 30-40%-ზე მეტი მაინც არაა... ცოტა კიდეც დამწყდა გული ორგანიზმი ვირუსთან საბრძოლველად მზად მქონდა, თუმცა მაინც ჯობია, რომ არ დამემართა! წუხელ გავიტესტე - უარყოფითი და არც არაფერი მაწუხებს“, - წერს დავით გადელია.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა