“სამზარეულო შევიძინე მოგიყვებით, როგორ ჩამშხამდა ახალი წელი” - წერილი სოციალური ქსელიდან
სოციალური ქსელის მომხმარებელი, თამარ ხუციშვილი ჯგუფში “სასოწარკვეთილი მომხმარებელი”, აქვეყნებს ფოტოებს და წერს:
“ახლა მოგიყვებით თუ როგორ ჩამშხამდა ახალი წელი
დაახლოებით, 1 წლის წინ სამზარეულო (მოტანიან-აწყობიანად) შევიძინე ჰიპერმარკეტში.
30 დეკემბერს, დილით, მოულოდნელად, სამზარეულო ჩამოვარდა, მე თავში მომხვდა მსუბუქად, რადგან ხელები ავიფარე და მოვიგერიე, მიმართულება შევუცვალე, იქვე გაზქურასთან იდგა ჩემი 1,3 წლის შვილი, რომელიც სასწაულებრივად გადაურჩა ამ ამბავს, აბსოლუტურად ყველაფერი დაიმსხვრა.
გაოგნებულმა აღმოვაჩინე რომ კარადა ცუდად, უხარისხოდ იყო დაკიდებული, დავუკავშირდი ჰიპერმარკეტს, რომელმაც გადამამისამართლა ავეჯის აკადემია -სთან და მითხრა რომ ისინი ამზადებენ ავეჯს და მათივე ხელოსნები კიდებენ. დავუკავშირდი ავეჯის აკადემიას, რომლის წარმომადგენელმაც მითხრა რომ ჩემი ბრალი იყო ჩამოვარდნა, ეტყობა ბევრი თეფშისა და ჭიქის დადება მოვინდომე და ტყუილად ვჩხუბობდი, ჩავსულიყავი ელიავაზე, მომენახა მუშა, რომელიც 50 ლარად დაკიდებდა სამზარეულოს.
აქ უკვე ჭკუიდან გადასულმა დავრეკე ჰიპერმარკეტში და მათი ჩართულობით, მეორე დღეს მოვიდნენ ავეჯის აკადემიის ხელოსნები და ჩამოკიდეს სამზარეულო, რომლის დროსაც თავადვე აღნიშნეს რომ ცუდად იყო დაკიდებული და ეგ მოკლე "შურუპები" ვერ დაიჭერდა კარადას.
როდის უნდა ისწავლონ კომპანიებმა ხარისხიანად და კეთილსინდისიერად მუშაობა ?! ჩემს შვილს ან მე რომ რამე მოგვსლოდა ვინ აგებდა პასუხს ?!
ხო, ბოლოს "საჩუქარიც" კი ენანებათ დამსხვრეული ჭურჭლის სანაცვლოდ და ბოდიშის მოსახდელად," - წერს თამარ ხუციშვილი.