თეგებით ძიება
19. 01. 2022 COVID - 19

მეექვსე ტალღის აღმავალ მრუდზე ვიმყოფებით - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის მრჩეველთა ეროვნული ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, ივანე ჩხაიძემ განაცხადა, რომ შემთხვევები გაიზრდება, რადგან მეექვსე ტალღის აღმავალ მრუდზე ვიმყოფებით.

„ჯერჯერობით საქართველო არის კორონავირუსის პანდემიის მეექვსე ტალღის აღმავალ მრუდზე. შემთხვევების მატება იქნება. ძნელი საპროგნოზოა, ეს იქნება 10 000 თუ 30 000. ერთნაირი წარმატებით, შეიძლება სამივე სცენარი განვითარდეს. 50%-ზე მეტი არ არის მოზრდილი მოსახლეობის ვაქცინირებული ორჯერადად. რამდენიმე ქრონიკული დაავადების ფონზე, 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობაში განვითარებული „ომიკრონი“, აუცილებლად გამოიწვევს ჰოსპიტალიზაციის და ლეტალობის მაჩვენებლის ზრდას. საქართველო მიაღწევს პოპულაციურ იმუნიტეტს ინფიცირების ხარჯზე“, - აცხადებს ივანე ჩხაიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა