საქართველოში „ომიკრონის“ 1 388 შემთხვევაა დადასტურებული
საქართველოში ლაბორატორიულად „ომიკრონის“ 1 388 შემთხვევაა დადასტურებული, - ამის შესახებ ინფორმაციას დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი ავრცელებს.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 545 პირი გამოჯანმრთელდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 015 592-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 943 212 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 555 პაციენტი ემსხვერპლა.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 19 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 13.72%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.44% ხოლო 7 დღის მანძილზე - 10.93%.