"აზრი აღარ აქვს თავის დაცვას, რაც შეიძლება მალე უნდა დავიმართოთ" - რაზე საუბრობს მაკა რაზმაძე
ტელეჟურნალისტი, მაკა რაზმაძე კორონა ვირუსის ახალ შტამ "ომიკრონთან" დაკავშირებით სოციალურ ქსელში პოსტს ავრცელებს და წერს:
"მგონი აზრი აღარ აქვს თავის დაცვას. რაც შეიძლება მალე უნდა დავიმართოთ ეს ომიკრონი რომ მალევე გავისტუმროთ. მაინც ყველა მოიხდითო და რაღას ვიკლავ თავს ამ კუკუდამალობიით" - წერს ტელეჟურნალისტი.
შეგახსენებთ, რომ საქართველო კორონავირუსის გავრცელების მეექვსე ტალღას ებრძვის. დღეისათვის ქვეყანაში ახალი შტამით ინფიცირების 1.254 შემთხვევაა დაფიქსირებული.