რა ასაკის ადამიანებისთვისაა განსაკუთრებით საშიში "ომიკრონი"? - ივანე ჩხაიძე რისკ-ჯგუფებს ასახელებს
იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი, პროფესორი ივანე ჩხაიძე იმ რისკ-ჯგუფებს ასახელებს, რომლისთვისაც კორონავირუსის ნებისმიერი მუტაცია, მათ შორის "ომიკრონი" საშიშროებას წარმოადგენს:
"ომიკრონიზიანის მომტანი იქნება და აქ ხაზს ვუსვამ - მოსახლეობის ყველა ასაკობრივი ფენისთვის არა. ნაკლებად იქნება ახალგაზრდა ასაკისთვის ზიანის მომტანი. ვსაუბრობთ რისკის ჯგუფებზე ესენია, ორსულები, ქრონიკული დაავადების მქონე პირები ასაკის მიუხედავად - ესაა დიაბეტუ, სიმსუქნე, გულის პრობლემა, და რაც ყველაზე საშიშია, ისევე როგორც კორონავირუსის ყველა მუტაციის შემთხვევაში რისკის ჯგუფებს განეკუთვნება 65 წელს გადაცილებული მოსახლეობა, რომელთაც ქრონიკული დაავადებები აქვთ ასაკიდან გამომდინარე," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 8 728 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 43 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 545 პირი გამოჯანმრთელდა.