"ნიღბების ტარებისა და კოვიდ პასპორტის სავალდებულოობის გაუქმება" - ინგლისი კოვიდის მართვის გეგმა B-ზე გადადი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი დიდ ბრიტანეთში კოვიდის მართვის გეგმის ცვლილებაზე სოციალურ ქსელში წერს:
"ინგლისი მომავალი კვირიდან კოვიდის მართვის გეგმა B -ზე გადადის, რას გულისხმობს:
- დახურულ სივრცეში სავალდებულო ნიღბების ტარების გაუქმებას;
- დისტანციური მუშაობის მოწოდების გაუქმებას;
- კოვიდ პასპორტის სავალდებულოობის გაუქმებას, ამ რეგულაციის მხოლოდ კერძო ორგანიზაციების პრეროგატივად დატოვებას.
პ.ს. ბრიტანეთი შემთხვევით არაფერს აკეთებს, მათი წყალი გადმოგვსხმოდეს. შეხსენებისთვის, ესაა ქვეყანა სადაც მოსახლეობის 90.7% ერთი დოზით აცრილია, 83.5% ორი დოზით აცრილია, ბუსტერული დოზით 63.7% აცრილია", - წერს ბიძინა კულუმბეგოვი ფეისბუქზე.