3 742 თბილისი, 903 აჭარა - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, დღევანდელი მონაცემებით, ჩატარდა 38 306 ტესტი, გამოვლინდა ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევა.
ქვეყანაში კოვიდ 19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 1 021 943.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 20 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 16.58%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 10.90% ხოლო 7 დღის მანძილზე - 11.73%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 043 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 946 255.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 27 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 14 582 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 6 351 ახალი შემთხვევიდან რეგიონების მიხედვით განაწილება ასე გამოიყურება:
⭕ თბილისი - 3 742
⭕ აჭარა - 903
⭕ იმერეთი - 510
⭕ ქვემო ქართლი - 196
⭕ შიდა ქართლი - 238
⭕ გურია - 92
⭕ სამეგრელო-ზემო სვანეთი - 211
⭕ კახეთი - 187
⭕ მცხეთა-მთიანეთი - 130
⭕ სამცხე-ჯავახეთი - 134
⭕ რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 8
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 61 080 საიდანაც: 4 443 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 912, აჭარაში - 612, იმერეთში - 809.
ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 010 პირი, მათ შორის, თბილისში - 427, აჭარაში - 133, იმერეთში - 255. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 276 პირი, მათგან თბილისში - 157, აჭარაში - 48, იმერეთში - 21.
1 746 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში, მათ შორის 1 006 - თბილისში, 554- აჭარაში. 54 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.