თეგებით ძიება
20. 01. 2022 COVID - 19

საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კიდევ მოიმატებს - ექიმები დამაიმედებელ პროგნოზს ვერ აკეთებენ

ეპიდემიოლოგების პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზრდება და გართულდება ჰოსპიტალიზაციის პროცესი.ექიმების თქმით, სამედიცინო სისტემას შესაძლოა დატვირთვას ვერ გაუძლოს და პაციენტები მკურნალობის გარეშე დარჩნენ.

"ეპიდემიოლოგიური ვითარება არის საკმაოდ რთული, თუ შეხვედავთ ციფრებს დ არაოდენობას ყოველდღიური შემთხვევების, მოლოდინი არსბეობს, რომ შემთხვევები გაიზრდება. ულიმიტო შესაძლებლობა ექიმებს არ აქვთ, ექიმების კვალიფიკაცია ცალკე საკითხია. ჩვენ უნდა გამოვიყენოთ ის რესურსი რაც არსებობს", - ამბობს ბიძინა კულუმბეგოვი.

ექიმი ვახტანგ კალოიანი ამბობს, რომ კორონავირუსის შემთხვევების მატება ავტომატურად გამოიწვევს ჰოსპიტლების გადატვირთვას.

"ეპიდემიოლოგიური ვითარება რთულია. ინფიცირებულთა რიცხვი იზრდება და ეს ასე გაგრძელდება რამდენიმე კვირა მინიმუმ. მნიშვნელოვანია პირბადის ტარება, მნიშვნელოვანია დახურულ სივრცეში ბევრი ადამიანის ყოფნისგან თავის არიდება. ჯამში შესაძკლებელია 12 ათასი საწოლის მობილიზება, ამის იქით ვერ შეძლებს სამედიცინო სისტემა გატარებას", - ამბობს ვახტანგ კალოიანი.

შეგახსენებთ, ბოლო 24 საათში კორონავირუსი 6 351 ადამიანს დაუდასტურდა, გარდაიცვალა 27 პაციენტი, 3 043 ადამიანი კი გამოჯანმრთელდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა