თეგებით ძიება
20. 01. 2022 COVID - 19

შემთხვევების 70% „ომიკრონზე“ მოდის - ამირან გამყრელიძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე „ომიკრონის“ შესახებ საუბრობს.

„ომიკრონის“ ცირკულაცია ქვეყანაში იზრდება. ოფიციალურად, ლაბორატორიულად დადასტურებულია 1 400-მდე შემთხვევა. ლიდერობს თბილისი, შემდეგ კი იმერეთი და აჭარა მოდის - ცირკულაციის პროცენტის თვალსაზრისით. მაგრამ ეს არის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევები. ქვეყანაში დადებითი შემთხვევების 70% მოდის „ომიკრონზე“. თბილისში ეს პროცენტი უფრო მაღალია და გახლავთ 80%, ხოლო რეგიონში 40-60%. დღეს თუ ვთვლით, რომ 70%-ია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დომინანტია, თუმცა, რა თქმა უნდა, ცირკულირებს სხვა შტამებიც“, - აცხადებს ამირან გამყრელიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა