თეგებით ძიება

ისპანახის რულეტი პაშტეტით

ინგრედიენტები:

პაშტეტი - 500 გ
მარილი და პილპილი
ფქვილი - 3 ს.კ
კვერცხი - 5
ისპანახი - 400 გ

მომზადების წესები:

გარჩეული, გარეცხილი ისპანახი 1 წუთით მოვწალოთ მარილიან წყალში. გადავიტანოთ საწურზე, დავასხათ ცივი წყალი. გავწუროთ და დავკეპოთ ბლენდერში ან ხორცსაკეპში. შევურიოთ კვერცხის გულები, მარილი, პილპილი, ფქვილი. ცალკე ავთქვიფოთ კვერცხის ცილა და ფრთხილად შევურიოთ ისპანახის ცომს.

ფორმაში ქაღალდი ჩავაფინოთ და დავასხათ ცომი. გამოვაცხოთ 10-15 წუთი 200 გრადუსზე. ბისკვიტი გადავახვიოთ რულეტივიტ და ისე გავაციოთ. შემდეგ გავშალოთ, წავუსვათ პაშტეტი და კვლავ გადავახვიოთ. დაჭრამდე 1-2 საათი მაცივარში გავაჩეროთ.

gemrielia.ge


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა