თეგებით ძიება
21. 01. 2022 COVID - 19

უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გახდება ავად - პაატა იმნაძე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ „პირველი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოში ახალი შტამის წარმოქმნის ალბათობა დაბალია.

„ომიკრონი“ ვირუსის გადატანას არ ცნობს და ვირუსი ორჯერადად აცრილებსაც ემართება. კიდევ ერთხელ ჩამოივლის „ომიკრონი“ და უახლოესი ერთი თვის განმავლობაში ბევრი ჩვენი თანამოქალაქე გახდება ავად.

შესაძლოა, „ომიკრონმა“ დაასრულოს პანდემია. ბრიტანეთის და იგივე სამხრეთ აფრიკის მაგალითმა, სადაც „ომიკრონის“ ტალღამ უკვე გადაიარა, აჩვენა, რომ როცა ეს ტალღა გადაივლის, კორონავირუსი ჩვეულებრივი სეზონური ვირუსი გახდება და სეზონებზე შეგვახსენებს ხოლმე თავს, მაგრამ სამწუხაროდ, დღეს, მსოფლიო მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა ჯერ კიდევ არ არის აცრილი.

მდიდარ და დალაგებულ ქვეყნებში ადამიანები აიცრნენ და შეიძლება, ამ ქვეყნებში პრობლემა აღარ იყოს. სახელებითაც ჩანს, სად, რომელ ქვეყნებში წარმოიქმნება ეს ახალი შტამები, სადაც აცრების მოცვა დაბალია და ასეთი ქვეყანა ჯერ კიდევ ბევრია, სადაც აცრების მოცვა დაბალია. საქართველოსნაირი მცირე მოსახლეობის ქვეყანაში ახალი შტამები არ წარმოიქმნება. ამის ალბათობა საკმაოდ დაბალია. ამიტომ, ვნახოთ, რას იზამს ვირუსი, შემდეგი რა ვარიანტი გამოჩნდება. ეს ბუნებრივი მოვლენაა და სამწუხაროდ, შეიძლება, კიდევ გამოჩნდეს“, - აცხადებს პაატა იმნაძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა