თეგებით ძიება
21. 01. 2022 COVID - 19

"არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად" - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში მოსახლეობას მოუუწოდებს, რომ ექიმის გარეშე ანტიბიოტიკების გამოყენება შეწყვიტონ.

"2019 წელს ანტიმიკრობული რეზისტენტობის გამო მსოფლიოში 1.2 მილიონი ადამიანი დაიღუპა. ეს მონაცემი პანდემიის დროს ანტიბიოტიკების რაციონალური თუ არარაციონალური გამოყენების გამო გაზრდილია სამწუხაროდ.

სტატიაში საქართველოს მონაცემებს თუ დავაკვირდებით ყველა ძირითადი გამომწვევის მიმართ არსებული ანტიბიოტიკების რეზისტენტობა 40-დან 90%-მდე მერყეობს.

არ დალიოთ ანტიბიოტიკი ექიმისგან დაუკითხავად! გამოვიყენოთ ანტიბიოტიკი მხოლოდ ბაქტერიული ინფექციის დროს“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა