თეგებით ძიება
21. 01. 2022 COVID - 19

"ომიკრონმა" მუტაცია დაიწყო" - რა ინფორმაციას ავრცელებს გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, გიორგი ფხაკაძე კორონავირუსის "ომიკრონ" შტამზე სოციალურ ქსელში წერს. მისი ინფორმაციით, "ომიკრონის" მუტაციები სხვადასხვა ქვეყანაში უკვე გამოჩნდა.

"ეს არის 2021 წლის 8 დეკემბრის ჩემი პოსტი
ყურადღება არავინ მიაქცია
დიახ, ომიკრონმა მუტაცია დაიწყო
დანიაში ომიკრონის მუტირებული BA.2 უკვე დომინანტია
კერალა, ინდოეთის სამხრეთი შტატი უკვე თითქმის მთლიანად (80%) არის დაპყრობილი BA.2-ის მიერ.
სხვა ქვეყნებში როგორ არის - დიდ ბრიტანეთში, ნორვეგიაში, შვედეთში, საფრანგეთში და ა.შ. უკვე დააფიქსირეს ეს ახალი მუტაცია.
ასევე გაჩნდა ომიკრონის კიდევ ერთი მუტაცია BA.3", - წერს ფხაკაძე ფეისბუქზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა