საქართველოში კორონავირუსის ახალი რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა - როგორია ბოლო 24 საათის კოვიდსტატისტიკა?
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 42 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 199 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 041 749-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 956 6278 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 14 673 პაციენტი ემსხვერპლა.