თბილისი 6 027, იმერეთი 1 323 - ეპიდვითარება საქართველოს რეგიონებში
Stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 63 875 კვლევა ტესტით, მათ შორის 38 686 კვლევა ანტიგენის ტესტით და 25 189 PCR ტესტით.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 21 იანვრის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 17.28%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 11.98% ხოლო 7 დღის მანძილზე - 14.32%.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 11 039 ახალი შემთხვევის განაწილება რეგიონების მიხედვით ასეთია:
- თბილისი - 6 027
- აჭარა - 1 167
- იმერეთი - 1 323
- ქვემო ქართლი - 512
- შიდა ქართლი - 475
- გურია - 218
- სამეგრელო - ზემო სვანეთი - 500
- კახეთი - 366
- მცხეთა-მთიანეთი - 203
- სამცხე-ჯავახეთი - 208
- რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 40
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა 70 423, საიდანაც 4 462 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.
• ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 989 პირი, რომელთაგან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 275.
• 1 921 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ სასტუმროებში.
• 64 040 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
• საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 39 ადამიანი.
• სულ 2020 წლის 6 ოქტომბრიდან - მ/წ 21 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 25 299 პირი.