თეგებით ძიება
22. 01. 2022 COVID - 19

ე.წ. სამხრეთ ოსეთში 1 თებერვლამდე სკოლები და ბაღები დაიხურა

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში 22 იანვრიდან 1 თებერვლამდე სკოლები და ბაღები დაიხურა. ამის მიზეზი რთული ეპიდემიოლოგიური სიტუაცია სახელდება. ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს.

სკოლებში სწავლის პროცესი დისტანციურად ჩატარდება. „არახელსაყრელი ეპიდემიოლოგიური სიტუაციის გამო სამხრეთ ოსეთის საგანმანათლებლო დაწესებულებებში 10-დღიანი კარანტინი გამოცხადდა“ აცხადებენ ე.წ. განათლების სამინისტროში.

ე.წ. სამხრეთ ოსეთში ბოლო დღე-ღამის განმავლობაში კორონავირუსის 123 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა