თეგებით ძიება
22. 01. 2022 COVID - 19

„ომიკრონი“ „დელტაზე“ და სხვა შტამებთან შედარებით 2-5-ჯერ მეტად, ანუ საშუალოდ, ინფიცირების 3-ჯერ მეტ შემთხვევას იძლევა - თენგიზ ცერცვაძე

ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის“ გადაცემა „დილის შოუში“ განმარტა, თუ რატომ იწვევს „ომიკრონი“ მეტ სიკვდილიანობას, ვიდრე კორონავირუსის სხვა შტამები.

„ომიკრონი“ „დელტაზე“ და სხვა შტამებთან შედარებით 2-5-ჯერ მეტად, ანუ საშუალოდ, ინფიცირების 3-ჯერ მეტ შემთხვევას იძლევა. ჩვენთან შემთხვევები არ გასამმაგებულა, მაგრამ იქითკენ მივდივართ. იგი 2-3-ჯერ უფრო მსუბუქი მიმდინარეობისაა, ვიდრე „დელტას“ შტამი, მაგრამ არა ისეთი მსუბუქი, რომ საშიში აღარ იყოს – ის 2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ ნაკლებ ჰოსპიტალიზაციას იწვევს, ასევე 2-ჯერ, მაქსიმუმ 3-ჯერ ნაკლებ სიკვდილიანობის შემთხვევებს. „ომიკრონს“ კი ახასიათებს მსუბუქი მიმდინარეობა, მაგრამ აბსოლუტურ რაოდენობაში, მთელ მსოფლიოში მოიმატა როგორც ჰოსპიტალიზაციამ, ასევე სიკვდილიანობამ. შედარებით მსუბუქია, მაგრამ დიდი რაოდენობით ახალი შემთხვევების ხარჯზე მეტ სიკვდილიანობას იწვევს“, – განაცხადა ცერცვაძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა