დღეში 50-ზე მეტი პაციენტი გვაკითხავს ჰოსპიტალიზაციისთვის - დავით რეხვიაშვილი
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის დირექტორის დავით რეხვიაშვილის განცხადებით, „ომიკრონის“ გავრცელების ფონზე, კლინიკას დღიურად 50-ზე მეტი პაციენტი მიმართავს ჰოსპიტალიზაციისთვის.
"როგორც სხვა ქვეყნების გამოცდილებამ ნათელყო, ყველაზე დიდი დატვირთვა სამედიცინო სექტორზე „ომიკრონთან“ მიმართებით ეს იყო პედიატრიული მიმართულება.
კლინიკაში მომართვიანობა გაზრდილია. ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში ნარჩუნდება მაღალ რიცხვებზე. დღეში 50-ზე მეტი პაციენტი გვაკითხავს ჰოსპიტალიზაციისთვის, მაშინ, როცა კვირაში 50-მდე პაციენტი შემოდიოდა.
ვხედავთ, რომ არის 11000-ზე მეტი შემთხვევა, დადებითობის მაჩვენებელი რეკორდს ხსნის, რა თქმა უნდა, ეს ნიშნავს იმას, რომ 3-ზე გამრავლებით, მინიმუმ 27 000-მდე შემთხვევაა. ზრდის ეს ტემპი თუ გაგრძელდა, რაღაც ეტაპზე ჩვენი პოტენციალიც ამოიწურება“, - აღნიშნა დავით რეხვიაშვილმა.