ციციშვილის კლინიკა ახალ პაციენტებს ვეღარ იღებს - ბავშვთა ნაწილი მართვით სუნთქვაზეა
ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის სამედიცინო დირექტორის, მაია ჩხაიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკაში თავისუფალი ადგილი არ აქვთ.
როგორც "რუსთავი2"-თან საუბარში მაია ჩხაიძე აცხადებს, რეანიმაციაში მკურნალობას 25 პაციენტი გადის, რომელთაგანაც 3-ის მდგომარეობა განსაკუთრებით მძიმეა. მისივე ინფორმაციით, 5 წლის, 11 წლის და 20 დღის პაციენტები მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან.
ბოლო 24 სააათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 408 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 პაციენტი გარდაიცვალა.