საქართველოში კორონავირუსით 28 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, როგორია ინფიცირებულთა სტატისტიკა
ბოლო 24 სააათის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 9 696 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 5 408 ადამიანი გამოჯანმრთელდა, ხოლო 28 პაციენტი გარდაიცვალა.
მთლიანობაში, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 1 051 445 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 962 035 გამოჯანმრთელდა, 14 701 კი, გარდაიცვალა.
22 იანვარს საქართველოში კორონავირუსის 11 039 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 5 199 პაციენტი, 42 კი გარდაიცვალა.