თეგებით ძიება

ბოსტნეულის ხრაშუნა ოლადები - სასარგებლო და ნოყიერი საუზმე!

ინგრედიენტები:

ყაბაყი - 1 ცალი
სტაფილო - 1 ცალი
მწვანე ხახვი - გემოვნებით
ნიორი - 2 კბილი
ფქვილი - 100 გ
კვერცხი 2 ცალი
ზეითუნის ზეთი - 2 ს/კ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
ხმელი ქონდარი - მწიკვი

მომზადება:

გახეხეთ ყაბაყი მსხვილად, ოდნავ დაამარილეთ და გააჩერეთ 5 წუთით, რათა გამოუშვას წვენი. შემდეგ გაწურეთ ხელით.
სტაფილო გახეხეთ მსხვილად, დაუმატეთ წვრილად დაჭრილი ნიორი და მწვანე ხახვი, ფქვილი და კვერცხი. დაუმატეთ მარილი და პილპილი გემოვნებით, ასევე ხმელი ქონდარი და აურიეთ ყველაფერი ერთად.

მიღებული ფარშისგან გააკეთეთ ოლადები და შეწვით ორივე მხრიდან 3-4 წუთის განმავლობაში. შემდეგ კი ქაღალდის ხელსახოცის მეშვეობით მოაცილეთ ზედმეტი ცხიმი.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა