"3 პაციენტი იყო მძიმე პოსტკოვიდური, უწყვეტი, მოუშორებელი ხველით..." - რას წერს გიორგი ღოღობერიძე
ექიმი, გიორგი ღოღობერიძე კოვიდგადატანილ პაციენტების მკურნალობაზე წერს, რომლებსაც სწორმა მკურნალობამ ინფექციის შემდეგ დატოვებული ჩივილები მოუხსნა.
"ვაა, წინაზე 3 პაციენტი იყო მძიმე პოსტკოვიდური, უწყვეტი, დამღლელი, მოუშორებელი ხველით. მრავალგზის ნამკურნალევი სხვადასხვა პრეპარატებით. სამივესთან კვლევების შემდეგ დავნიშნეთ სწორი მკურნალობა და დღეს სამივეს თითქმის აღარ ახველებს. და არც ერთ მათგანთან არ ყოფილა გამოყენებული ხველის დამთრგუნავი საშუალებები, რომლებიც, როგორც წესი, არაეფექტურია.
პ.ს. ჰოდა, მიყვარს ფარმაკოლოგია და თქვენც თუ გიყვართ, თებერვლიდან სულ ახალი კურსი იქნება და შეგიძლიათ იქ შემოგვიერთდეთ", - წერს გიორგი ღოღობერიძე.