თეგებით ძიება
24. 01. 2022 COVID - 19

მიუხედავად იმისა, რომ „ომიკრონი“ საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, საფრთხე მაინც მაღალია - პრემიერი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე, მიმდინარე კვირაში მზარდია კოვიდით ინფიცირების ახალი შემთხვევების რაოდენობაზე ისაუბრა და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

„ბოლო დღეების მანძილზე ტესტირებით გამოვლენილი იქნა დაინფიცირებულთა საკმაოდ მაღალი დღიური ციფრი, თუმცა სიკვდილიანობა 1.4%-ია, რაც საკმაოდ დაბალია და კლების ტენდენცია ამ კვირაშიც ნარჩუნდება. აღსანიშნავია, რომ ამ დრომდე, მიუხედავად ახალი შემთხვევების გამოვლენილი მზარდი დინამიკისა, ეს ჯერჯერობით არ ასახულა ჰოსპიტალურ სექტორზე და ზეწოლა ძირითადად ლაბორატორიულ და პირველადი ჯანდაცვის, ამბულატორიული ქსელის დონეზეა. ჩვენ ვაკვირდებით პროცესს. მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოვუწოდო, ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში. მე და ბატონმა ზურაბ აზარაშვილმა ვისაუბრეთ და ჩვენი სურვილია, გაფართოვდეს ვაქცინაცია.

ზოგადად, რეგიონებსა და სოფლებში გვინდა უფრო აქტიურად და ინტენსიურად დავიწყოთ ვაქცინაცია. მოსახლეობას შევახსენებ, რომ პირველივე ჯერზე, 50 წლის ასაკის ზემოთ ჩვენ 200-ლარიან წამახალისებელ დანამატს ვუხდით მოქალაქეებს. გვინდა, ეს პროცესი უფრო გავაფართოოთ და სოფლებში ჩავიტანოთ ვაქცინები. იმის მიუხედავად, რომ ვუსმენთ რა ექიმებს და მეცნიერებს, „ომიკრონი“ საკმაოდ სუსტად მიმდინარეობს, მაინც საფრთხე მაღალია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც ასაკშია და ვისაც ქრონიკული დაავადებები აქვს, ამიტომ აუცილებელია, ამ ჯგუფებზე გაკეთდეს მეტი აქცენტი და სწორედ 50 წლის ასაკის ზემოთ წამახალისებელი კამპანიები ჩავატაროთ, 200-ლარიანი დანამატი გადავუხადოთ და ყველა ის ვაქცინა, რომელიც დღეს ხელმისაწვდომია, იყოს ათვისებული“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა