"შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი" - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი სოციალურ ქსელში, სადაც ქვეყანაში არსებულ მძიმე ეპიდვითარების შესახებ წერს.
"პანდემიის ეს ტალღა მიდის „სწორი მიმართულებით“, შემთხვევები იზრდება, ხოლო ჰოსპიტალიზაცია არ მიყვება.
შემდეგი ორი კვირა იქნება გადამწყვეტი, ყველას ვთხოვთ ნიღბის ტარებას და ბუსტერ დოზის დამატებას.
დღეს ჩატარებული ტესტების 22% იყო დადებითი, ეს მიუთითებს, რომ შიდა საზოგადოებრივი გადაცემის სერიოზულ ეტაპზე ვართ. ხვალ 10 ათასზე მეტი შემთხვევა იქნება, რამაც არ უნდა შეგვაშინოს!“, - წერს ბიძინა კულუმბეგოვი.