თეგებით ძიება
24. 01. 2022 COVID - 19

"საქართველოში პოსტკოვიდური ტალღა უკვე დაიწყო" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში პოსტკოვიდური ტალღის შესახებ წერს.

„დაიწყო…

- საქართველოში პოსტკოვიდური ტალღა უკვე დაიწყო.

- სავარაუდოდ, საქართველოში კოვიდინფიცირებულთა 60% -ს პოსტკოვიდური პრობლემები ექნება.

- დიდი ალბათობით, საქართველოს შრომისუნარიანი მოსახლეობის 15%-მდე პოსტკოვიდური გართულებების გამო შრომიუნარიანობას დაკარგავს.

- “პოსტკოვიდური სინდრომის, ანუ “გრძელი კოვიდის” ტალღა ეკონომიკას უკვე ურტყამს იქ, სადაც ინფიცირების დონე მაღალია.

- სავარაუდოდ, 1890 წელს “რუსული გრიპის” და 1918 წელს “ესპანური გრიპის” დროს იყო ეს “პოსტგრიპული” ტალღა. არსებული ისტორიული წყაროებიდან საუკეთესო მაგალითია ტანზანიაში ესპანური გრიპის შემდეგ შიმშილი, ვინაიდან გლეხებს არ შეეძლოთ მოსავლის მოყვანა.

- შარშან შვეიცარიაში ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ქვეყანაში პოსტკოვიდი კოვიდ გადატანილების 53%-ს აქვს და, ზოგადად, მსოფლიოს მონაცემებით კი, 60%- მდეა. შვეიცარიაში უკვე შეიქმნა პოსტკოვიდის ცალკე პლატფორმა http://post-covid.hug.ch/...

- ბრიტანეთში ამჟამად მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა “პოსტკოვიდი” და ყველაზე საგანგაშო ისაა, რომ 19% ფიზიკურად ვეღარ მუშაობს ჯანმრთელობის გაუარესების გამო“, - წერს გიორგი ფხაკაძე.



თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა