თეგებით ძიება
24. 01. 2022 COVID - 19

"კონტაქტი ხარ და არ იცი როგორ მოიქცე?" - NCDC ინფორმაციას ავრცელებს

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი საქართველოში კოვიდშემთხვევების რეკორდულ მატებასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს და მოსახლეობას რეკომენდაციით მიმართავს:

"კონტაქტი ხარ და არ იცი როგორ მოიქცე?

უპირველეს ყოვლისა, გახსოვდეს, რომ ქვეყანაში ინფიცირების მაჩვენებელი დღითიდღე რეკორდულად იზრდება. ამიტომ თითოეული ჩვენგანის ქმედებას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რეგულაციების სრული დაცვითა და სახლში დარჩენით შენ შეგიძლია ინფიცირების ჯაჭვის გაწყვეტა და პანდემიის დამარცხებაში შენი წვლილის შეტანა.

წარმოგიდგენთ ინსტრუქციას ინფიცირებულთან კონტაქტირებულთათვის:
შეწყვიტეთ დაუცველი კონტაქტი დაავადებულთან
დაუყოვნებლივ გადადით თვითიზოლაციაში/კარანტინში 8 დღით, (აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი 9 − 12 კალენდარული დღის განმავლობაში) თუ:
არ ხართ ან არასრულად ხართ აცრილი;
მე-2 დოზის მიღებიდან არ არის გასული 14 დღე;
მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 90 დღე;
კოვიდის გადატანიდან გასულია 60 დღეზე მეტი.
თვითიზოლაცია/კარანტინი არ გესაჭიროებათ თუ:
გაკეთებული გაქვთ ბუსტერი;
ვაქცინის მე-2 დოზის მიღებიდან გასულია 14-90 დღე;
კოვიდის გადატანიდან არ არის გასული 60 დღე.
აუცილებლად გამოიყენეთ ნიღაბი კონტაქტის
შეწყვეტიდან მომდევნო 10 კალენდარული დღის განმავლობაში მათ შორის დაბალი რისკის გარემოში მოხვედრისას!
დარჩი სახლში, ნუ გაავრცელებ ვირუსს, ერთად დავამარცხოთ პანდემია!", - ნათქვამია განცხადებაში.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა