თეგებით ძიება
25. 01. 2022 COVID - 19

50 წელს ზემოთ მოქალაქეები ბუსტერ დოზის გაკეთების შემთხვევაში 100 ლარს მიიღებენ

50 წელს ზემოთ მოქალაქეების აცრის შემთხვევაში 200-ლარიანი წახალისების პროგრამა კიდევ ერთი თვით გაგრძელდება. ამასთანავე, წახალისება 100 ლარი ოდენობით გავრცელდება ამავე ასაკის მოქალაქეებზე, რომლებიც ბუსტერ დოზას გაიკეთებენ.

შესაბამისი გადაწყვეტილება საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღეს.

გადაწყვეტილება კი ბრიფინგზე საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ გაახმოვანა.

ინფორმაციისთვის, მოქალაქეების აცრის შემთხვევაში ფულადი წახალისების პროგრამა საქართველოში 2021 წლის ნოემბრიდან ამოქმედდა.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა