"ომიკრონით" დაავადებულთა საერთო რაოდენობა აღარ უნდა გასაჯაროვდეს" - არჩილ გამზარდია
ანალიტიკოსი, არჩილ გამზარდია ინიციატივით გამოდის, რომ "ომიკრონით" ინფიცირებულთა საერთო რაოდენობის შესახებ ინფორმაცია აღარ გასაჯაროვდეს.
"ომიკრონით" დაავადებულთა საერთო რაოდენობა აღარ უნდა გასაჯაროვდეს. უნდა გასაჯაროვდეს მხოლოდ ჰოსპიტალიზირებულთა და გარდაცვალებულთა რაოდენობა და ამ პროპორციით შეფასდეს მოცემულობა.
მე რასაც ვუყურებ, დაავადებულთა რაოდენობასთან შეფარდებით, ლეტალობის და ჰოსპიტალიზაციის პროპორცია უფრო შემცირებულია.
დანარჩენი საკითხია თავად ამ უკანასკნელის მნიშვნელობის და მართვის შეფასება.
სხვა მხრივ, საერთო სტატისტიკა არაფრის მომცემია, გარდა მოსახლეობის დაპანიკებისა, რომელსაც პოზიტიური შედეგი არ მოაქვს", - წერს არჩილ გამზარდია.
ცნობისთვის, საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 15 762 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 42 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 5 160 პირი გამოჯანმრთელდა.