თებერვალი იქნება მძიმე - ეპიდემიოლოგი
ეპიდემიოლოგები მიიჩნევენ, რომ დაინფიცირებულთა მაქსიმალური რაოდენობა საქართველოში მომდევნო 2-3 კვირაში იქნება.
"თებერვლის თვეს, ველოდებით, რომ იქნება საკმაოდ მძიმე და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დასტაბილურების მხრივ, ჯერჯერობით, რაიმე საიმედო პროგნოზის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია," - აცხადებს "ჯოენის" სამედიცინო ცენტრის ეპიდემილოგი მაია კაშია.