ყველიანი მაკარონი - შედეგი მოლოდინს აჭარბებს
ინგრედიენტები:
მაკარონი - 250 გ
ზეთი - 1 ს/კ
ყველი - 150 გ
არაჟანი - 150 გ
კვერცხი - 3 ცალი
წვრილად დაჭრილი ნიორი - 1 ს/კ
დაჭრილი ოხრახუში - 1 ს/კ
ბეკონი - 50 გ
მარილი და პილპილი - გემოვნებით
მომზადების წესები:
გააცხელეთ ღუმელი 200-225 გრადუსამდე. 2-3 ლ ადუღებულ წყალში მოხარშეთ მაკარონი, დაამატეთ ზეთი და 10 წუთი ხარშეთ. გადაღვარეთ წყალი და დატოვეთ დასაწრეტად. სოუსის გასაკეთებლად: ერთმანეთში აურიეთ ყველი, არაჟანი და კვერცხი, დაამატეთ ნიორი, ოხრახუში და ლიმონის რბილობი, შეზავეთ მარილით და პილპილით. ყველის მასა ჩაუშვით მაკარონში, დაამატეთკარაქი. მოათავსეთ საცხობ ფორმაში ბეკონის ნაჭრებთან ერთად და 40 წუთი აცხვეთ ღუმელში.
gemrielia.ge