ტოლმა ახალი მეთოდით - მათთვის, ვისაც ექსპერიმენტების არ ეშინიათ
ინგრედიენტები:
კომბოსტო
ფარში
მომზადების წესები:
მოვწალოთ 1 თავი კომბოსტო. როგორც ტოლმისთვის, ისე გააძრეთ ფოთლები და აათალეთ სიმკვრივე. მრგვალ თასში შეგიძლიათ ჩააფინოთ ტილო, ამოყირავებული ფოთლები ჩააწყვეთ, შემდეგ შენელებული ფარში გაანაწილეთ, ისევ დააფინეთ ფოთლები და ასე. მოკლედ, რომ მორჩებით, კომბოსტო თავისებურ სახეს თავისთავად დაიბრუნებს. მოუკარით ტილოს პირი და მოჭიმეთ. ასე ფოთლები და ფარში უფრო კარგად შეერწყმება ერთმანეთს. შეგიძლიათ გამოკრათ ფოლგაში და შესვათ ღუმელში 350-F°-ზე, დაახლოებით 1 საათი და 45 წუთი.
რაც შეეხება ფარშს, რისიც გინდათ, იმისი გააკეთეთ და როგორც გნებავთ, ისე შეკმაზეთ. მე ინდაურის ფარშით გავაკეთე, მშრალი იყო, მაგრამ დაბალკალორიულია.
წყარო: gemrielia.ge