თეგებით ძიება
01. 02. 2022 COVID - 19

რას პასუხობს იმნაძე მოქალაქეს, რომელიც ეკითხება, რატომ უნდა აიცრას?!

დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორის მოადგილე, პაატა იმნაძე, “ჯორჯიან თაიმსის” ეთერში, მოსახლეობის კითხვებს პასუხობდა. კითხვებს პირდაპირ ეთერში კითხულობდა ჟურნალისტი, მაკა რაზმაძე.

მაყურებლის კითხვა:

- აუცრელი ვარ, არც ერთი აცრა მაქვს გაკეთებული, კორონავირუსის არც ერთი შტამი არ შემხვედრია, რატომ უნდა ავიცრა?

პაატა იმნაძე:

- ღმერთმა კარგად გამყოფოთ ადამიანო.

მაკა რაზმაძე:

- გვეკითხება, რატომ უნდა ავიცრაო.

პაატა იმნაძე:

- ღმერთმა, ჯანმრთელად გამყოფოთ. ჩემი პასუხი ესაა.

მაყურებლის კითხვა:

- რამდენი ადამიანი დაზარალდა ვაქცინით?

პაატა იმნაძე:

- ვაქცინით, ბოლო ციფრები, არ მინდა ზუსტ ციფრებში შემეშალოს, გამოვაქვეყნებთ სტატისტიკას და ნახავთ, ყველა გვერდითი მოვლენა სათითაოდაა მოცემული და ეს არის უმცირესობის, უმცირესობის უმცირესობა, მიზერული ციფრებია. შეიძლება წყალი დალიოს ვიღაცამ და გადასცდეს.

მანამდე, კიდევ ერთი კითხვა იყო ვაქცინით დაზარალებულებზე, კითხვის ავტორმა, კითხვა ასე ჩამოაყალიბა – რამდენ ადამიანს ჰქონდა ვაქცინაზე უკუჩვენება და ვინ არის პასუხისმგებელი.

პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ ვაქცინის უკუჩვენება და ვაქცინის გვერდითი მოვლენა სხვადასხვა რამეა. უკუჩვენების დროს, ვაქცინირება არ ხდება. თუმცა, მან ისევ არ ისაუბრა გვერდით მოვლენების რაოდენობაზე, ტიპზე და არც პასუხისმგებლობაზე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა