ოვიდინფიცირების რეალური მაჩვენებელი 60-70 ათასის ფარგლებშია - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, ბიძინა კულუმბეგოვი "ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში საქართველოში შექმნილ, მძიმე ეპიდვითარებაზე საუბრობს და მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
"პანიკურ სიტუაციაში არ უნდა ჩავცვივდეთ. ჩვენთვის მთავარი კრიტერიუმია რამდენია მძიმე პაციენტი და რამდენი საწოლი გვაქვს დარჩენილი კლინიკაში. მოსახლეობას უნდა ვუთხრათ, რომ საწოლფონდის თითქმის 40% თავისუფალია და ქვეყანას ამ პაციენტების მართვა შეუძლია. სხვა ქვეყნების მაგალითზე ვნახეთ, რომ მართვის მეტი მოდელი არ არსებობს. მოსახლეობას კიდევ ერთხელ უნდა ვუთხრათ, რომ პირველადი ჯანდაცვის რგოლზე რისკები გაზრდილია. რა თქმა უნდა, ეს სერიოზული გამოწვევაა, მაგრამ, ალბათ, ახლა მთავარი პრიორიტეტიზაციაა, რადგან პაციენტს ძირითადი კონტაქტი ექიმთან სჭირდება, თუ მას რისკის დაავადება აქვს, აქვს ასაკი და თუ აუცრელია“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.