თეგებით ძიება
01. 02. 2022 COVID - 19

პიკი დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში იქნება, 35 000 შემთხვევამდე აუცილებლად ავალთ - დევი ტაბიძე

თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, დევი ტაბიძე კი ამბობს, რომ ჯერ ქვეყანა პიკში ისევ არ შესულა და ეს პერიოდი თებერვლის შუა რიცხვებიდან დაიწყება.

"ვინ ვის გადასდო ვირუსი, ვინ არიან კონტაქტები და ა.შ. ამის კვლევას უკვე აზრი აღარ აქვს. ვირუსი მთლიანად მოდებულია უკვე და ძალიან სწრაფად ვრცელდება. დღევანდელი 24 000 შემთხვევა კიდევ გაიზრდება. ჩემი აზრით, პიკზე ჯერ კიდევ არ ვართ მისულები, ეს პერიოდი დაახლოებით თებერვლის შუა რიცხვებში იქნება. თებერვლის ბოლოდან კი, უკვე კლებას დაიწყებს, ასეთია პროგნოზი, რომელსაც ყოველთვის ვამართლებთ ხოლმე. რეალურად, სადღაც 30-35 000 შემთხვევამდე აუცილებლად ავალთ,"- განაცხადა ტაბიძემ.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა