“ამდენი შიშველ ქოცს სად ნახავდით?” - რას წერს თამარ ჩერგოლეიშვილი
"ტაბულას“ რედაქტორი, თამარ ჩერგოლეიშვილი, სოციალურ ქსელში ავრცელებს:
“პოლიტიკა არ გამოსდის არალეგიტიმურ საპარლამენტო ოპოზიციას, მაგრამ ეროტიკა ხომ გამოსდის?
ამდენი შიშველ ქოცს სად ნახავდით? რეზოლუციით გააშიშვლების მასტერკლასი დაიდო!".
ნაციონალურ მოძრაობას და მასში აზელილ მედია სახეებს რომ ვუყურებ და ვუსმენ, როგორ აცხადებენ პანაცეად იმას, რის გამოც სხვას ნაგავს აყრიდნენ, მიშა სააკაშვილის ციტირება მინდება – “ჩასარეცხებზე”.
ქართველი ხალხის
კერპთაყვანისმცემელ ცხვრის ფარად წარმოჩენა, რომელიც ყველაფერს გადაყლაპავს, მთავარია ტელევიზორიდან დაუჯერებელი, ურთიერთგამომრიცხავი სიბრიყვეები ელაპარაკო – სამარცხვინოა.
ეს მენტალიტეტი ჩასარეცხია!”, - წერს თამარ ჩერგოლეიშვილი.