"საქართველოში დღეიდან ოფიციალურად დადგა ბნელი პერიოდი" - გიორგი ფხაკაძე
საქართველოში დღეიდან ოფიციალურად დადგა ბნელი პერიოდი, - ასე აფასებს საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საკოორდინაციო საბჭოს დღევანდელ გადაწყვეტილებას ე.წ. მწვანე პასპორტის მოთხოვნის ვალდებულების გაუქმებასთან დაკავშირებით.
"საქართველოში მეცნიერება, პროგრესი, საღი აზრი ჩაქრა…
ევროპაში იყო “ბნელი საუკუნეების პერიოდი”, საქართველოში დღეიდან ოფიციალურად დადგა ბნელი პერიოდი", - წერს ფხაკაძე.