თეგებით ძიება
02. 02. 2022 COVID - 19

”დაბეჯითებით ვთხოვ ბატონ სოსოს, აუცილებლად შემხვდეს" - თენგიც ცერცვაძე გოგაშვილს

ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის დირექტორი, თენგიზ ცერცვაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის ყოფილ მოადგილეს, სოსო გოგაშვილს პასუხობს და “შეურაცხმყოფელი მოხსენიების” გამო მას შეხვედრას სთხოვს.

“ბატონმა სოსო გოგაშვილმა თავს უფლება მისცა, მოვეხსენიებინე უკიდურესად შეურაცხმყოფელი ფორმით, ყოველგვარის მიზეზის, უფრო მეტიც, ყოველგვარი საბაბის გარეშე. დაბეჯითებით ვთხოვ ბატონ სოსოს, აუცილებლად შემხვდეს წინასწარ დათქმულ დროს”, – წერს თენგიზ ცერცვაძე.




შეგახსენებთ, სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი თენგიზ ცერცვაძის 30 იანვრის ინტერვიუს გამოეხმაურა, სადაც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი ამბობს, რომ “შეცდომები იყო” და პანდემიის მართვა ხელიდან გაექცათ.

“მუშკეტერთაგანო, ამ შეცდომებს ჯანმრთელი ადამიანების სიცოცხლე რომ შეეწირა, ამაზე პასუხისმგებელი ვინაა? არ გამოვა ოღონდ ტრაფარეტულად პირიდან ამოსული “ვიღებ პასუხისმგებლობას”, არა!

აიღებთ სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას!

მოკლული 15 016 ადამიანიდან რამდენი ჯანმრთელი მოკალით?

უხ, თქვენი…ო, რა მწარედ აგებთ პასუხს…” – დაწერა სოსო გოგაშვილმა.




თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა