საქართველოში კორონავირუსით 35 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, როგორია ინფიცირებულთა სტატისტიკა
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 9 555 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.
კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 226 444-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 030 065 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 060 პაციენტი ემსხვერპლა.
დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 31,09%, ბოლო 14 დღის - 23,4%, ბოლო 7 დღის - 26,38%.