"მჯერა, 100-დან 100 პროცენტით, რომ აცრამ გადამარჩინა" - ინგა გრიგოლია
ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ თავის გადაცემაში “რეაქცია” მწვანე ბარათის მოთხოვნის გაუქმებაზე ისაუბრა.
:მე საშინლად მეშინოდა კოვიდის და უბრალოდ აცრამ გადამარჩინა, რომ არ გამირთულდა. მჯერა, 100-დან 100 პროცენტით, რომ ჩემს შემთხვევაში ვაქცინამ ძალიან დიდი როლი ითამაშა, რომ დღეს მე მაქვს იმის შესაძლებლობა, ენერგია და უნარი, პირდაპირ ეთერში წავიყვანო ეს გადაცემა. სხვა შემთხვევაში, მე რომ არ ვყოფილიყავი აცრილი, ამას ვამბობ სრულიად გულწრფელად, დარწმუნებული ვარ, ვერ შევძლებდი ამას, თუ უფრო უარესი შედეგი არ დამიდგებოდა“, - განაცხადა ჟურნალისტმა.