"ცუნამი მოდის საქართველოსკენ... მზად უნდა ვიყოთ" - გიორგი ფხაკაძე
საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე სოციალურ ქსელში საქართველოში არსებულ მძიმე ეპიდვითარებასა და საკუთარ პროგნოზზე წერს:
"2021 წლის 30 დეკემბერი!
ეს ცუნამი მოდის საქართველოსკენ. თურქეთშიც აფეთქებაა, რუსეთშიც. იანვრის შუა რიცხვებში საქართველოშიც მოაღწევს ეს დიდი ტალღა და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ.
"მომავალ წელს იქნება მედიკამენტები, ვაქცინები, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა არის ადამიანები, რომელთაც არ სჯერათ ან არ უნდათ. ამ ადამიანებს რა ვუყოთ არ ვიცი."
ახლა რას იტყვით? 26,000 მეტი დაინფიცირდა და 44 გარდაიცვალა", - წერს გიორგი ფხაკაძე.
საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 26 320 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 44 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 9 555 პირი გამოჯანმრთელდა.