"რემდესივირი სიმსივნური პროცესის გამოღვიძებას და გააქტიურებას იწვევს” – გიორგი კამკამიძე საგანგაშო კვლევას აქვეყნებს
ალერგოლოგ-იმუნოლოგი, გიორგი კამკამიძე უმძიმეს ინფორმაციას ავრცელებს, სათაურით "რემდესივირი და ვირუსებთან ასოცირებული სიმსივნის გაზრდილი რისკი", სადაც საუბრობს უახლოეს კვლევებზე, რომ ამ პრეპარატმა, რომელსაც საქართველოში დღემდე აქტიურად იყენებენ კოვიდპაციენტებთან, ურთულესი უკუჩვენებები აჩვენა.
"რემდესივირზე არაერთხელ გავაფრთხილე სამედიცინო საზოგადოება, ჯანდაცვის სამინისტროც მის საეჭვო რეპუტაციაზე ობიექტურ მტკიცებულებებზე დაყრდნობით… და აი ამერიკის მიკრობიოლოგიის საზოგადოების (რომლის წევრიც გახლავართ) ერთ-ერთ წამყვანი ჟურნალის 2022 წლის იანვრის ნომერში ქვეყნდება კვლევის შედეგები, რომელიც ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ რემდესივირი განაპირობებს იმ ვირუსების გააქტიურებას, რომლებიც ლატენტური („მიძინებული“) ფორმით უკვე არის SARS-CoV-2 ვირუსით ინფიცირებულ ადამიანებში.
პირველ რიგში, საუბარია ჰერპესის ჯგუფის ვირუსებზე, მათ შორის კი ყველაზე სახიფათო – ონკოგენური (ანუ სიმსივნის გამოწვევის პოტენციალის მქონე) ჰერპესვირუსებზე. რემდესივირი იწვევს აღნიშნული ვირუსების ხელახალ პროდუქციას, ე.წ. რეაქტივაციას… ონკოგენური ვირუსების „გაღვიძება” საგანგაშოა, რადგან სიმსივნური პროცესის „გაშვების“ წინაპირობაა.
კვლევის ავტორების დასკვნა მარტივია: რემდესივირით ნამკურნალები პაციენტების ჯანმრთელობა ზედმიწევნით უნდა გაკონტროლდეს…
თუმცა ამ მარტივი დასკვნის მიღმა მძიმე რეალობა იშლება. ეს პრეპარატი ფაქტიურად ყოველგვარი რეალური ეფექტურობის გარეშე გამოიყენებოდა და კვლავაც გამოიყენება მსოფლიოს ზოგიერთ ქვეყანაში, ხოლო საქართველოში კი განსაკუთრებული ინტენსივობით გამოიყენება.
სამწუხაროა, რომ ასეთ თემაზე სოციალური ქსელით მიხდება საზოგადოებასთან კომუნიკაცია. ჩვენს ქვეყანაში არ არსებობს პროფესიული პლატფორმა, სადაც შეიძლება მსგავსი საფრთხეების შესახებ მმართველ რგოლებთან ურთიერთობა – ნებისმიერი ასეთი გაფრთხილება განიხილება როგორც იდილიის დარღვევის მცდელობა, სადაც „ჩვენ მსოფლიოში ყველაზე კარგად ვმართავთ პანდემიას“.
მაგრამ ჩვენი საზოგადოება იმსახურებს, რომ სპეციალისტებმა მიაწვდინონ ხმა და გააფრთხილონ საფრთხეების შესახებ.
რა გავაკეთოთ? პირველ რიგში, შევწყვიტოთ კლინიკურ პრაქტიკაში ისეთი წამლების გამოყენება, რომლებსაც რეალურად არანაირი სარგებელი არ მოაქვთ”, – წერს გიორგი კამკამიძე.