თეგებით ძიება
03. 02. 2022 COVID - 19

საქართველოში კორონავირუსით 42 ადამიანი გარდაიცვალა - ნახეთ, როგორია ინფიცირებულთა სტატისტიკა

საქართველოში ბოლო 24 საათის განმავლობაში კოვიდინფიცირების 23 664 ახალი შემთხვევა დადასტურდა, 42 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 8 326 პირი გამოჯანმრთელდა. მონაცემები მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე, stopcov.ge-ზე განახლდა.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 250 108-ს შეადგენს, სულ გამოჯანმრთელებულია 1 038 391 პირი, ხოლო კორონავირუსს საერთო ჯამში 15 102 პაციენტი ემსხვერპლა.

დადებითობის მაჩვენებელი: დღიური - 30,05%, ბოლო 14 დღის - 24,27%, ბოლო 7 დღის - 27,36%.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა