ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებით მაღალი რისკები აქვთ, მოვუწოდებ და ვთხოვ, ჩაიტარონ ვაქცინაცია - ალექსანდრე გოგინავა
ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა ადამიანებს მოუწოდებს ვაქცინაციაზე უარი არ უნდა თქვან, რადგან ეს რისკების მკვეთრი შემცირების პირობაა.
„ვაქცინაცია მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შევამციროთ დაავადების მძიმე მიმდინარეობის რისკები. ამიტომ, „მწვანე პასპორტი“ იქნება თუ არ იქნება, ადამიანებს, რომელთაც განსაკუთრებით მაღალი რისკები აქვთ, მაინც მოვუწოდებ და ვთხოვ, ჩაიტარონ ვაქცინაცია, რადგან ეს მათი ჯანმრთელობისთვის კეთდება, რათა რაც შეიძლება სწრაფად, ნაკლები დანაკარგით დავამარცხოთ პანდემია“, - აცხადებს გოგინავა.