"ბუსტერ" დოზით ადამიანს ეძლევა 95%-მდე გარანტია, რომ "ომიკრონით" ინფიცირების შემთხვევაში კლინიკაში არ მოხდება - ბიძინა კულუმბეგოვი
ალერგოლოგ-იმუნოლოგ ბიძინა კულემბეგოვის თქმით, "ბუსტერ" დოზა კლინიკაში მოხვედრის რისკს 95%-ით ამცირებს.
"ძალიან სერიოზულად უნდა მოვეკიდოთ ამ ინფექციას და ყველაფერი გავაკეთოთ, რომ მის შიდა გავრცელება არ იღებდეს იმ ფორმას, სისწრაფეს და გავრცელებას, რომელიც დღეს აქვს. უნდა დაიცვათ პირბადის ტარების წესი. მნიშვნელოვანია განსაკუთრებით მე-3 დოზის გააქტიურება. მე-3 დოზის გააქტიურების შემთხვევაში 50-დან 68%-მდე იზრდება ინფიცირების გან დაცვის მაჩვენებელი და 90-დან 95%-მდე ადამიანს ეძლევა გარანტია, რომ "ომიკრონის" განვითარების შემთხვევაში ის ჰოსპიტალურ სექტორში არ მოხდება,"- განაცხადა კულუმბეგოვმა.