თეგებით ძიება
03. 02. 2022 COVID - 19

"ჯანდაცვის მთელი გუნდი არის შესაცვლელი სასწრაფოდ!" - გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, პროფესორი გიორგი ფხაკაზე საქართველოში შექმნილი მძიმე ეპიდვითარებასთან დაკავშირებით, ჯანდაცვის მთელი გუნნდის შეცვლას ითხოვს.

""ფული, ბაბაია, ფული" (ციტატა "დათა თუთაშხიადან")
მეზღაპრეები ბევრი მინახავს, მაგრამ ეს უკვე ნამეტანია… 3 წლის ბავშვიც არ დაგიჯერებთ…
ფაიზერის ვადასთან დაკავშირებით რა ხდება?! ხალხი გადარიეთ და ადეკვატურად ახსნა ვერ მოახერხეთ (ბოდიშზე ლაპარაკი ზედმეტია)
ჩინური ბუსტერი თურმე მაგარია (ჩინელების გარდა არავის მიერ გადამოწმებულ კვლევაზეა საუბარი)
საინფორმაციო კამპანიამ ხომ საერთოდ "ააფეთქა" ინტერნეტი თქვენი “მესიჯებით”
ნარკობარიგებს ვითომ ებრძვით (განარკომანდა მთელი ქვეყანა) , ნარკოპოლიტიკა ვერ დაალაგეთ ქვეყანაში, რომ ბავშვები ტყუილად ციხეში არ იყვნენ გამომწყვდეული და “რემდესივირის” (ჯანმო რომ არ აძლევს რეკომენდაციას) ბარიგამ ბიუჯეტიდან 400 000 დახარჯა…
ამ ბოლო დროს ოცნების პარტაქტივი შემომისიეთ თავისი ბოტებით, “სტატიები” და ასე შემდეგ … რა, ამით ჩემი ვითომ დისკრედიტაცია რამეს მოგცემთ ?!
ქართული ანტივაქსერების სექტის გაძლიერებაში უშუალოდ დაავადებათა კონტროლის ცენტრი არის დამნაშავე თავისი უნიათო ქმედებებით და თავისი სრული არაპროფესიონალიზმით და არა კომპეტენტურობით.
კორუფციაზე საერთოდ ხმას არ ვიღებ… ეს სხვების პრეროგატივაა …. ეს პირდაპირი შესყიდვები, ტესტების, წამლების და ასე შემდეგ …
თქვენ ჩაძირეთ ქვეყანა!
თქვენ დაუკარგეთ ადამიანებს “უსაფრთხოების და ნდობის” შეგრძნება.
თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ დამოუკიდებელი აზრი (მეცნიერულ-აკადემიურზე ზედმეტია საუბარი) იქნას ჩაქოლილი ქვეყანაში.
შეკითხვაა მხოლოდ ერთი, რატომ აკეთებთ ამას?!
სამშობლოს სიყვარული ?! - არა
პატრიოტიზმი ?! კარგით, რა
ერთადერთი ლოგიკური პასუხია …. თქვენ და თქვენს გუნდს გაწყობთ, რომ ჰოსპიტალური სექტორი იყის გადატვირთული!
თქვენ ხართ დაინტერესებული, რომ ჰოსპიტლები იყოს სავსე “კლიენტებით”!
თქვენ ყველაფერი გააკეთეთ, რომ ეს ასე ყოფილიყო! ფული, ბაბაია, ფული!
მთელი ჯანდაცვის გუნდი არის შესაცვლელი სასწრაფოდ!
პოლიტიკოსებო, მე-100 ხარისხოვან საკითხებზე რომ მსჯელობთ, ვერ ხედავთ, ქეყანას რომ შიგნიდან ანგრევენ?!
ჩამოყალიბდეს ცალკე, დამოუკიდებელი ჯანდაცვის სამინისტრო და დაკომპლექტდეს მხოლოდ პროფესიონალებით!
ჯანდაცვის სამინისტრო უნდა იყოს აპოლიტიკური სამინისტრო", - წერს ფხაკაძე. #drpkhakadze


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა