თეგებით ძიება

"ეს რა უბედურება, უპასუხისმგებლობა და ამაზრზენი უპატივცემულობაა?! სირცხვილი, სირცხვილი... "- რა ფოტოებს აქვეყნებს ალეკო ელისაშვილი

პარტია "მოქალაქეების" ლიდერი, ალეკო ელისაშვილი გენერალ კვინიტაძის საფლავი მოუწესრიგებლობაზე სოციალურ ქსელში წერს:

"ეს რა უბედურება, უპასუხისმგებლობა და ამაზრზენი უპატივცემულობაა?! გენერალ კვინიტაძის საფლავი ასე გამოიყურება ჩამოსვენებიდან ნახევარი წლის მერე. ვინ იყო საფლავის მოწესრიგებაზე პასუხისმგებელი და ვინ არ შეიბერტყა არაფერზე ყური? სირცხვილი, სირცხვილი და უფრო მეტი სირცხვილი! სასწრაფოდ უნდა აგოს პასუხი ამ უდარდელობის გამო ვისაც ევალებიდა საფლავის მოწერსიგება იმან და საფლავი დიდებული გენერლის ხსოვნის შესაფერისი უნდა გახდეს.

ეს ფოტოები ავიღე და ამბავი გავიგე Nikoloz Jalabadze - სგან", წერს ალეკო ელისაშვილი.





თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა