თეგებით ძიება

"მივხვდი რა მასუქებს დღესასწაულებზე მეტად..." - რას წერს ნათია ფანჯიკიძე

ფსიქოლოგი, ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს:

"მივხვდი რა მასუქებს დღესასწაულებზე მეტად - საშინაო დავალებების და საგამოცდო ნამუშევრების გასწორება. დღეს ვისადილე ზუსტად იმდენჯერ, რამდენი ნაშრომიც წავიკითხე. ბავშვობაში საკუთარი საშინაო დავალებების წინ ვსადილობდი. ასე, ხუთიოდეჯერ, ან ექვსიოდე, გააჩნია, რამდენი გაკვეთილი გვქონდა, მაგრამ ახლა ერთბაშად ოცდაათიოდეზეა ლაპარაკი. ენდეთ მსუქან მასწავლებლებს, ისინი სენდვიჩებად აქცევენ თქვენს ნაშრომებს. შეგიძლიათ ქულასთან ერთად გამოიკითხოთ - მას, ჩემს დავალებას კეჩუპი მოუხდა? ჩემსას, ძალიან გთხოვთ, მჟავე კიტრი არ მიაყოლოთ და ბულგარული წიწაკა კიდევ - ასეთი გასაჩივრებაც შეიძლება", - წერს ნათია ფანჯიკიძე.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა