თეგებით ძიება

"პატრიარქატი დავასაფლავე...საქართველოში მომავალი გულამოსკვნილი ვქვითინებდი" - მარიამ კუკუნაშვილი

„ნიუ ლაიფის” ხელმძღვანელი, მარიამ კუკუნაშვილი სოციალურ ქსელში პატრიარქატზე და შოტლანდიაში გატარებულ დღეებზე წერს:

"პატრიარქატი ვლინდება იმ პატარ პატარა ბრძოლებში, რომლებიც ყოველდღიურად გვიწევს საკუთარი თავებთან: რეფლექსურად, გაუცნობიერებლად, რათა არ დავზარალდეთ. პატრიარქალურ წყალში აღზრდის ფსიქობიოლოგიური, სოციალური და სულიერი გავლენა ნიშნავს იმას , რომ ჩვენ ვყლაპავთ თავსმოხვეულ იდეებს იმის შესახებ, თუ როგორი უნდა იყოს ქალი,მაშინაც კი, როცა ეს იდეები საზიანოა. შედეგად ვკარგავთ აუთენტურობას, ბუნებრიობას და ვხდებით გენდერული სტერეოტიპის ვერსიები.

პატრიარქალური იდეოლოგიის ინტერნალიზება არ არის შემეცნებითი პროცესი. ჩვენ შეგნებულად არ ვიღვიძებთ ერთ დღეს და არ ვწყვეტთ, საკუთარი თავის გაუფასურებას და ჩარჩოებში მოქცევას. უბრალოდ ვცურავთ პატრიარქატის მიერ შექმნილ ქალურ კონსტრუქციებში, რომლებიც გვეუბნებიან, როგორ მოვიქცეთ, როგორ გამოვიყურებოდეთ, ვინ გვიყვარდეს. და ამ ყველაფერს პირველრიგში ჩვენი დედებისგან ვსწავლობთ.

ეს იმ ამბავს გავს, ორ ახალგაზრდა თევზს მოხუცი თევზი რომ შემოხვდება და კითხავს, წყალი როგორიაო? ახალგაზრდა თევზები აგრძელებენ ცურვას, სანამ ერთი შეხედავს მეორეს და იტყვის, რა ჯანდაბაა წყალი? მნიშვნელობა ნათელია: ჩვენ ხშირად სრულიად არ ვიცით გარემო, რომელიც გვაყალიბებს… ვერც კი ვხვდებით, რომ ეს გარემო უნდა გავაპროტესტოთ… და ვერც იმას ვხვდებით, რომ მილიონი ვერსია გვაქვს საკუთარი თავებისა.

შოტლანდიაში პატრიარქატისგან დაზარალებული ჩამოვედი. შოტლანდიის დედოფლად!ორი ჩემოდანი კაბებით და სასახლეში დავსახლდი. ვოგის სამი სხვადასხვა მიმართულების ფოტოგრაფი მყავდა აყვანილი თითო საათი უნდა გვემუშავა და სადაც ვცხოვრობდი გადაღებაც იქვე უნდა ყოფილიყო. ანუ 10 დღეში სულ სამი საათი, რაც არ დამღლიდა და არ შემაწუხებდა. თავისუფალ დროს სასტუმროს ტერიტორიაზე ვატარებდი. ყოველ დილით ნომერში სტილისტი მოდიოდა და შეთანხმება ასეთი იყო, რომ თმა ყოველ დღე განსხვავებულად უნდა მქონოდა.. განსხვავებული იყო მეიქ აფიც, რადგან მსურდა, შოტლანდიის დედოფალი ყოველდღე საინტერესო და განსხვავებული ყოფილიყო…ასე შლეიფიანი კაბებით და ბეწვეულით დავიარებოდი სასტუმროს დერეფნებში და ბუნებრივია ბევრი მეგობარი და მაყურებელიც გამომიჩნდა. შემდეგ სასტუმროს მომსახურე პერსონალს ვეხმარებოდი პატარ პატარა საქმეებში, ვსაუბრობდით და საჩუქრებს ვაჩუქნიდი, ფოტოგრაფებსაც, ისინიც მნახულობდნენ…ერთმა წიგნი მაჩუქა, მეორემ კაბა, ზოგმა პაბში დამპატიჟა და ზოგმაც Afternoon ჩაიზე და მეუბნებოდნენ : ,, თქვენმა დრამატურგიამ ძალიან მიგვიზიდაო,, საინტერესო ადამიანები გავიცანი, საინტერესო ცხოვრებისეული ისტორიებით და იმხელა სიყვარულს ვიღებდი სამყაროსგან საერთოდ დამავიწყდა რომ სინამდვილეში შოტლანდიის დედოფალი არ ვიყავი, რადგან იმ სასახლეში სადაც მე ვცხოვრობდი, დავინახე , რომ ჩემი სამეფო ავაშენე…

მესამე ფოტოგრაფთან გეგმა შევცვალე და გადაღება სასაფლაოზე გადავწყვიტეთ. სადაც შებინდებისას ყვავილებით მივედი და პატრიარქატი დავასაფლავე. შემდეგ სანაყინეში გავიარეთ და შებინდებული გზა მარტომ განვაგრძე, ჩირაღდნით ხელში …უკან, საქართველოში მომავალი კი თვითმფრინავში გულამოსკვნილი ვქვითინებდი, რომ შოტლანდიის დედოფალი აღარ ვიყავი…მაგრამ ვიცოდი, ჩირაღდანი ხელში მეჭირა…არ ვიცი ეს პატრიარქატის პროტესტი იყო, თუ ბიპოლარული გათრიფვა, მაგრამ ის ვიცი, რომ შოტლანდიის დედოფლობა ძალიან კარგი იყო და ისიც ვიცი, რომ არცერთი ემოცია ამ ფოტოებში არ არის ნათამაშები, ვფიქრობ ამიტომაც შევქმნით კინო კადრები და ვითხოვ დაუყოვნებლივ მიმიწვიონ ფილმში სათამაშოდ", - წერს კუკუნაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა