თეგებით ძიება

"მომეშალა ნერვები ამ მართლა ვირიშვილობაზე! რასაც გეუბნება მყიდველი მიეცი, რას ატენი სხვა რამეს?!" - რამ გააბრაზა გიორგი სუხიტაშვილი აფთიაქში

მომღერალი, გიორგი სუხიტაშვილი სოციალურ ქსელში წერს ისტორიას, რომელიც მას ერთ-ერთ აფთიაქში გადახდა.

"მე - მე
იგი - ფარმაცევტი.
მეთავი მისკდება, ვფიქრობ სახლამდე გავქაჩავ თუ არა, დავინახე აფთიაქი და ჩემს ბედზე ერთი საპარკინგე ადგილიცაა. შევედი რიგია, გადავხედე თაროებზე წამლებს ბევრი უსწორმასწორობაა, სიამოვნებით დავდებ ჯერ დიდ ყუთს და მერე სიმაღლის მიხედვით, ამ ფიქრებში ვარ ვხვდები რაღაც მიშლის ხელს აჰ, ხო თავი მტკივა.
"მობრძანდით" - დამიძახეს.

მივედი ჩემი უდიდესი თავით და პატარა ამბიციით.
მე - გამარჯობა.
იგი - გისმენთ, რა გნებავთ?
მე - თავი მტკივა და იბუპროფენი მომეცით.
იგი - გვაქვს იბუპროფენის ჯგუფის მედიკამენტი რომელიც...
მე - მე იბუპროფენი მინდა.
იგი - ხო და შედის იბუპროფენის .... ბლა ბლა...
მე - ქალბატონო იბუპროფენი გაქვთ
(პირბადიდან ქორის თვალებით ვუყურებ უკვე , თან ნერვები მეშლება საკუთარ თავზე, და იმ საპარკინგე ადგილზე რატო იყო ცარიელი ხომ წავიდოდი სახლში რადგან ამ ქალმა ცალკე ამატკია თავი იმ თავისი რაღაცა იბუპროფენის შორეული ნათესავის შემოტენვით)
იგი - დამელოდეთ ვნახავ გვაქვს თუ არა.

(ახლა უფრო მეშლება ნერვები, ეს აქვს თუ არა კომპიუტერში უნდა გაქექოს და ის ეგრევე გადატენილი ჰქონდა და მთხლიშა, ხმას არ ვიღებ არ მინდა შევყვე თან აშკარად მიცნო და გამომიდებენ სტატუსს ეს რა ვირიშვილი ბიჭი ყოფილა უზრდელიო)
იგი - გვაქვს.

მე - მომეცით წყალთან ერთად.
თავმა გამიარა და უფრო მომეშალა ნერვები ამ მართლა ვირიშვილობაზე! რასაც გეუბნება მყიდველი მიეცი შე ჩემა (სააფთიაქო ქსელებს მივმართავ) რას უტრიალებ და რას ატენი სხვა რამეს?!

P.S. აქ ერთ ფარმაცევტზე არ არის საუბარი და ზოგადად ფარმაცევტს პიროვნულად არ ვეხები და არც შევეხები, თქვწნც გთხოვთ შეურაცხყოფისგან თავი შეიკავოთ... აქ ამ სფეროს დამოკიდებულებაზეა საუბარი და მათ მიდგომაზე", - წერს სუხიტაშვილი.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა